გალელ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ
საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ
ჩაირიცხებიან
აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის დაკეტვის გამო ვერ შეძლეს
დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო
გამოცდებში მონაწილეობა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ
ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აბიტურიენტები სასურველ
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან და მათ განათლებას
სახელმწიფო დააფინანსებს.
თუმცა, მინისტრის თქმით, ამ წესით ჩარიცხული ახალგაზრდები ვალდებულები იქნებიან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ 240-დან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.
"ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა", - განმარტა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პარარელურად მუშაობენ 2020-2021 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვის და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე, რათა ახალგაზრდებმა განათლების შეუფერხებლად მიღება შეძლონ. მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ წელს პირველად, მათი მხარდაჭერით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.
ეს პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით 28 ივნისს ჩაიკეტა. მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხეს.