ახალი ამბები
დადიანების სასახლე ზუგდიდელი ოსტატის პანოზე
ზუგდიდელმა ოსტატმა თენგო მიქენაიამ ბულგარელი მეგობრისთვის ხის პანო დაამზადა, რომელზეც ზუგდიდის დადიანების სასახლე და მისი ეზოა გამოსახული.

„ბულგარელ ოსტატ ანტონ მარინოვთან ვიმყოფები სტუმრად. ის ლითონზე მუშაობის საუკეთესო ოსტატია. მისთვის დავამზადე საჩუქრად. დაახლოებით ორი კვირა მოვუნდი“, - გვითხრა თენგო მიქენაიამ.

მას სახლში სახელოსნო აქვს, სადაც ხეზე და ლითონზე მუშაობს. მან ბულგარეთის საუკეთესო ოსტატი ინტერნეტით გაიცნო და ხშირად გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.