ახალი ამბები
წალენჯიხაში ეზოების და სახლების ნაწილი დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, როგორც საუბნო, ისე ცენტრალური გზის მიმდებარე სახლები. მერის პირველმა მოადგილემ, ცოტნე შონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სტიქიის შედეგად დაიტბორა თითქმის ყველა გამავალი არხი, რომელიც ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას უერთდება. ჩახერგილია გზები.

წვიმის წყალმა დატბორა ათეულობით ოჯახის პირველი სართულები და ეზოები.

"დავდივართ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად და ვაკეთებთ მონიტორინგს. ზარალი შეიძლება იყოს სოლიდური", - გვითხრა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება სოფლებს, სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ მიუღიათ. თუმცა, ცოტნე შონიას თქმით, ვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.

წალენჯიხაში ამ წუთებშიც ძლერად წვიმს.