წვიმამ ეზოები დატბორა ჩხოროწყუშიც
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის პარალელურად, პრობლემები
შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. აქაც დატბორილია ცენტრში ეზოების
ნაწილი. როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ განუცხადა,
ამ დროისთვის სპეციალური სამსახურები აზუსტებენ მონაცემებს, რა სახის
ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს.
„ძირითადად დაიტბორა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ეზოები. სახლების დატბორვაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“, - განაცხადა დათო გოგუამ.
ძლიერმა წვიმამ ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა წალენჯიხაშიც. მერის პირველმა მოადგილემ, ცოტნე შონიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სტიქიის შედეგად დაიტბორა თითქმის ყველა გამავალი არხი, რომელიც ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას უერთდება. ჩახერგილია გზები.