საკრებულომ ზუგდიდის მერიის ახალი სტრუქტურა დაამტკიცა
ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იცვლება
მერიის
საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა. მათ შორის საშტატო ნუსხა. კერძოდ, 12
სექტემბრიდან ათის ნაცვლად, ცხრა სამსახური იფუნქციონირებს. ამას
გარდა, გაერთიანდება რამდენიმე განყოფილება. შედეგად, როგორც
დღევანდელ სხდომაზე მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, 171 ათასი ლარი გამოთავისუფლდება.
მერიაში კი 38 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს.
სიახლის შედეგად, გაერთიანდება საფინანსო და შესყიდვების სამსახური. ამასთან, შემცირდა ხელმძღვანელ პირთა შტატებიც. გაუქმდა რამდენიმე განყოფილება. მათ შორის ტურიზმის.
პროტოკოლის განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას შეუერთდა. შეიქმნება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება. გააერთიანეს სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილებები, გენდერი კი ჯანდაცვის სამსახურს შეუერთდა. არქიტექტურის განყოფილებას ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუქვემდებარებენ.
ამასთან, ხელფასები ეზრდებათ მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს.
ზუგდიდის მერიამ 28 ივნისს დაიწყო ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას მიერ მოადგილეების წარდგენის დღეს დაანონსებული ცვლილებები.