მესტიაჭალა ჰესი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა - „სვანეთი ჰიდრო“
დაბა მესტიაში წყალდიდობის გამო ჰიდროელექტროსადგურ
„მესტიაჭალა 1-ზე“ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანია
„სვანეთი ჰიდრო“ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, უშუალოდ სადგური
მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ
განაგრძობს ფუნქციონირებას.
„დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოჰყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.
კომპანიის წარმომადგენლები აჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს“, - აცხადებენ კომპანიაში.