მესტიაჭალას მიმდებარედ ასამდე ტურისტის ევაკუაცია მოხდა
სვანეთში, მესტიაჭალას ადიდების შედეგად მდინარის მეორე ნაპირას
ჩარჩენილი ტურისტები
გადმოიყვანეს. როგორც "ლაივპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში განუცხადეს, რომ მოქალაქეთა ევაკუაცია წუხელ გვიან ღამით
დასრულდა.
"100-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს. საფრთხე არავის ემუქრება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარის მონიტორინგი. ახლაც ვაწარმოებთ", - განმარტეს მათ.
მესტიის მერიის ინფორმაციით, მდინარე მესტიაჭალას მიმდებარედ საფრთხე არ არსებობს.
26 ივილსს, დაბა მესტიაში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. დაიტბორა და დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური "მესტიაჭალა 1". როგორც სადგურის მფლობელ კომპანია "სვანეთი ჰიდროში" აცხადებენ, შენობა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.