მესტიაჭალას ხეობას გეოლოგები შეისწავლიან
მესტიაჭალა ჰესი სვანეთში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე
განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ადგილზე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და
მიმდინარეობს მესტიაჭალა 1 ჰესის ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის
პირველადი დათვალიერება. დღესვე სტიქიის არეალს და მესტიაჭალის ხეობის
პერიმეტრს სვანეთი ჰიდროს წარმომადგენლები და გეოლოგები
შეისწავლიან.
ამავე განცხადებით, წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ მესტიაჭალა ჰესი 1-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდის სამუშაოებს და ზიანის დადგენას.
ჰესის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდების შედეგად დაიტბორა მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია. თუმცა წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა, სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე დასახლებას, როგორც განმარტეს, სტიქია არ შეხებია.
სტიქიის შედეგად, მესტიაჭალას მიმდებარედ ასამდე ტურისტის ევაკუაცია მოხდა წუხელ გვიან ღამით.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. დაიტბორა და დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური "მესტიაჭალა 1". როგორც სადგურის მფლობელ კომპანია "სვანეთი ჰიდროში" აცხადებენ, შენობა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.