9 წლის ქაიან ბელქანია სამეცნიერო ფონდში მიიწვიეს
ასტონომიით გატაცებული, წალენჯიხელი 9 წლის ქაიან ბელქანია
შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში იმყოფება და მეცნიერებს
კოსმოსზე თავის ცოდნას უზიარებს.
ფონდში, მოზარდი დირექტორის ზვიად გაბისონიას მოწვევით იმყოფება, - უთხრა „ლაივპრესს“ ქაიანის მეზობელმა ირაკლი ძიძარიამ, რომელმაც სოციალურ ქსელში მოზარდის ვიდეო ატვირთა.
„მადლობას ვუხდი ოჯახის სახელით ყველას, ვინც გულშემატკივრობს ქაიანს, ვინც გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა. მადლობელი ვარ ჟურნალისტების. გვინდა ისეთი სპეციალისტებთან მივიყვანოთ ქაიანი, რომელიც დაგვაკვალიანებს, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს მისი განვითარება, იმიტომ რომ მას ახლა უამრავი ინფორმაცია აქვს თავში ქაოტურად და არ გვინდა ამან საზიანოდ იმოქმედოს ბავშვის განვითარებაზე“, - გვითხრა ირაკლი ძიძარიამ.
მისივე ინფორმაციით, ბავშვს სამეცნიერო ფონდში გადასცეს ტელესკოპი და სამეცნიერო ლიტერატურა.
მანამდე, წალენჯიხის მცხოვრებმა ქაიან ბელქანიამ, რომელიც ასტონომიით არის გატაცებული, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ასტრონომიაზე წიგნები არ აქვს, არც ტელესკოპი უნახავს, თუმცა ბიბლიოთეკაში დადის „ლურჯი ენციკლოპედიის" წასაკითხად.