სვანეთში ხიდი მოხერხეს და წყალში ჩააგდეს - ტრანსკავკასიური ბილიკი
სვანეთში, მდინარე ხალდეს ჭალაზე გადებული ხიდი მოჭრეს და მდინარეში
ჩააგდეს.
„მდინარეზე აქამდეც იყო ხიდი, თუმცა არა უსაფრთხო, ჩვენ გავაკეთეთ ხის კონსტრუქცია, რომ მოლაშქრეებისთვის გადასვლა უსაფრთხო ყოფილიყო. ხიდის გაკეთებამდე შევხვდით მოსახლეობასაც. დღეში 30 კილომეტრს გავდიოდით და ხელით აგვქონდა მასალა მთაში.
ვიღაცამ კი ხიდი ბენზოხერხით მოჭრა და წყალში ჩააგდო, არ ვიცი რა მოტივით გააკეთა, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, რადგან სოფელში ისედაც შიდა კონფლიქტებია და არ გვინდა დავძაბოთ სიტუაცია“, - გვითხრა ორგანიზაცია "ტრანსკავკასიური ბილიკის" წარმომადგენელმა სოფო ბაგაურმა.
ტრანსკავკასიური ბილიკის მშენებლობა, რომელიც ნიშნავს გზების ერთიანობას კასპის ზღვიდან შავ ზღვამდე კავკასიონის გასწვრივ, სვანეთიდან დაიწყო. მისი მიზანია, რომ ერთიანი სალაშქრო მარშრუტის შექმნით მოგზაურები გაეცნენ კავკასიის ბუნებას და კულტურულ მრავალფეროვნებას.