ჭაში ჩავარდნილი მუშის ამოყვანა 12 საათზე მეტია გრძელდება
ჭის ამოწმენდისას ნაშალი მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მუშის,
აფხაზეთიდან დევნილი
ინდიკო ჯომიდავას ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე
გრძელდება.
როგორც მაშველები ამბობენ, სამუშაოები გართულდა ჭის სივიწროვის გამო.
შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე დილის საათებში მოხდა. ადგილზე სამი მუშა მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი ჩავარდნილი მამაკაცის შვილია. მათი ინფორმაციით, თავად ჭასთან იმყოფებოდნენ, უშუალოდ ჭიდან ამოწმენდის სამუშაოებს კი ერთი ატარებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ჭის ზღუდე მიწასთან ერთად ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.