ზუგდიდელი მომღერალი კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ უერთდება
ავსტრიაში მოღვაწე, ზუგდიდელი ჯაზის მომღერალი თეონა მოსია
საქართველოში ტურისტებისთვის კონცერტს გამართავს.
მომღერალმა გვითხრა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ სურვილი გაუჩნდა შეერთებოდა სოციალურ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და იდეა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ავსტრიაში მარიამ თაყნიაშვილს გაუზიარა.
„მარიამმა ეს იდეა აიტაცა და ძალიან სწრაფად განახორციელა. ჩემს პიანისტს ნიკოლა სტანოსევიჩს ვკითხე თუ იყო თანახმა, მან მითხრა, რომ როგორც მუსიკოსი და ტურისტი დიდი სიამოვნებით გაატარებდა ზაფხულს საქართველოში და მონაწილეობას მიიღებდა ამ პროექტში, რომელსაც დავარქვით ჯაზი ტურისტებისთვის“, - ამბობს თეონა მოსია.
მომრერალი კონცერტებს 9 და 10 აგვისტოს თბილისსა და კაჭრეთში გამართავს.
ჯაზის მომღერალი თეონა მოსია 14 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს, მათ შორის მეგრულს ეთმობა.