საჭიროა ახალი ენერგია - რწმუნებულის მოადგილე თანამდებობის დატოვებაზე
სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე კობა ქანთარია
ადასტურებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მისი
სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ახალ გამოწვევებს უკავშირდება. როგორც
კობა ქანთარიამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, საჭიროა ახალი
ენერგია.
„არანაირი სხვა საფუძველი ამას არ ჰქონდა. მე ექვსი წელია ვემსახურები რეგიონს. მათ შორის ოთხ წელზე მეტი პირველი მოადგილის პოზიციაზე ვიყავი და ახალი გუბერნატორის პირობებშიც ვიმუშავე. მიმაჩნია, რომ ცვლილებები საჭირო და დროულია, ალბათ“, - განაცხადა კობა ქანთარიამ.
მანვე განმარტა, რომ სამსახურის თაობაზე აქვს შემოთავაზებები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის სახელმწიფო და კერძო სექტორიდანაც.
„მაქვს კონსულტაციები და ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული სად გავაგრძელებ მუშაობას, კერძო სექტორში თუ სახელმწიფო სექტორში“, - განაცხადა კობა ქანთარიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია. რწმუნებულის პირველი მოადგილე შეიცვალა. ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია დავით ფარცვანიამ შეცვალა. როგორც რწმუნებულმა თქვა, ჯიქიასან ერთად თანამდებობა საკუთარი განცხადებით კიდევ ერთმა მოადგილემ კობა ქანთარიამ დატოვა და ეს ვაკანსია ჯერ-ჯერობით თავისუფალია.
კობა ქანთარია გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტს 2014 წლიდან 2018 წლამდე იკავებდა, ვიდრე ირაკლი ჯიქია არ შეცვლიდა. ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას გათავისუფლების შემდეგ იყო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელიც.