ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების მემორიალურ დაფებს გააკრავენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების,
ზუგდიდელების ლეონიდე (კანდო) ხუბულავას და ვარლამ ანჩაბაძის
მემორიალურ დაფებს დაამზადებს.
კანდო ხუბულავას სახელობის აბრა ზუგდიდში, რუსთაველის №19-ში მდებარე სახლის ფასადზე გამოიკვრება.
მეორე კი დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო ბიბლიოთეკის ფასადზე, რადგან ვარლამ ანჩაბაძე სწორედ ამ სოფლის მკვიდრია.
მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მემორიალური, დესკრიფციული აბრების დამზადება-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 539 ლარია. მემორიალური დაფები შავი გრანიტისა და თეთრი მარმარილოსგან იქნება დამზადებული. ტენდერი დღეს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დასრულდება.
1924 წელის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური სახალხო შეიარაღებული გამოსვლა დაიწყო, რომელიც მაშინ შეფასდა როგორც მენშევიკური ავანტიურა, მოგვიანებით კი ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა.
ფოტოზე: ვარლამ ანჩაბაძე
ცნობისთვის, საბჭოთა რეპრესირებულებზე და 1924 წლის აჯანყებაზე მასალებს გაეცანით აქ https://www.livepress.ge/ka/sabtcotha-represiebi.html