თურქეთში დაღუპული ჩხოროწყუელი ბიჭის ოჯახი დახმარებას ითხოვს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის მცხოვრები ლაშა მალანია,
თურქეთის ქალაქ არდეშენში ზღვაში დაიხრჩო. დაღუპულის ოჯახი
ხელისუფლებას მის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.
როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს მერის წარმომადგენელმა სოფელ კირცხში, ინგა ასათიანმა განუცხადა, უკვე დაწყებულია მუშაობა 26 წლის ლაშა მალანიას ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე:
„მე ველაპარაკე საკონსულოს და მითხრეს არ არისო პრობლემა. სარფში მანქანა უკვე გაგზავნილია“, - განაცხადა ინგა ასათიანმა.
26 წლის ლაშა მალანია რამდენიმე წელია თურქეთში სამუშაოდ იმყოფება. უბედური შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა.