იმედი მაქვს აფხაზეთში არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება - პუტინი ხაჯიმბას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს,
რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, შეხვედრაზე „პრეზიდენტებმა“ სოციალურ-ეკონომიკური
თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამომავლო სტაბილურობას“, - განაცხადა პუტინმა ხაჯიმბასთან შეხვედრაზე.
დე ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზი ხალხის სახელით პუტინს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის, რასაც „რესპუბლიკის მიმართ იჩენს.“