აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის დედას ზუგდიდში დადგმული მემორიალი არ მოსწონს
აგვისტოს ომში დაღუპული, კაპრალ სერგეი გოროზიას დედას,
ზუგდიდში განთავსებული რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი არ
მოსწონს და მას უმსგავსობას უწოდებს. როგორც მზია გოროზიამ
„ლაივპრესს“ განუცხადა, მიუხედავად ამისა, ის მემორიალის გახსნას 8
აგვისტოს დაესწრება და მედიისთვის დეტალურ განცხადებასაც იქ
გააკეთებს.

„ხვალ მოვყვები ყველაფერს იმ უმსგავსობაზე. ჩვენს ბიჭებზე, რომ არაფერი ვთქვათ "ზუგდიდს ეს არანაირად არ უხდება", - გვითხრა მზია გოროზიამ.
20 წლის კაპრალი სერგეი გოროზია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელია. ის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. მემორიალის დაფაზე აგვისტოს ომში დაღუპული, სამეგრელოს ოთხი მკვიდრის ვინაობაა დატანილი. მათ შორის არიან: კაპრალი სერგეი გოროზია, კაპიტანი კობა სერგია, კაპრალი დავით ჯიქია და კაპრალი ბადრი ბერანძე.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ზუგდიდის ცენტრალურ პარკშია განთავსებული. ის ოფიციალურად ხვალ, 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალის მოწყობის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 ათას 984 ლარი დაიხარჯა.
აგვისტოს ომს სამეგრელოდან 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სულ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. დევნილად იქცა 150 ათასი ადამიანი, რომელთაგან 30 ათასი ამ დრომდე იძულებით გადაადგილებული პირია.