რას გამოხატავს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომში
დაღუპულთა მემორიალის
შერჩევის სამუშაოებში სრულად ჩართული იყო 2008 წლის ომში დაღუპული
კაპრალის, სერგეი გოროზიას დედა, მზია გოროზია, რომელმაც შემდეგ
ნამუშევარი დაიწუნა.
როგორც „ლაივპრესს“ მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ განუცხადა, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დაღუპული კაპრალის დედის პრეტენზიები, რომელიც მან მედიასთან გამოთქვა. მითუფრო მაშინ, როცა დაახლოებით 15 დღის წინ, მისგან მოისმინეს გარკვეული შენიშვნები რაზეც განმარტებები მიიღო და შეთანხმებაც შედგა.
ლაშა ჯიქიას განმარტებით, მზია გოროზია მანამდე შეხვდა, მემორიალის ავტორს, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას, რომელმაც დეტალურად განუმარტა, კომპოზიციის შინაარსი.
„ქალბატონი მზია არ არის ხელოვნებათმცოდნე, რომ მემორიალის მხატვრული ნაწილი შეაფასოს. ის შესრულებულია საკმაოდ მაღალ დონეზე, ურთულესი კომპოზიციისგან შედგება. ქალბატონი მზია ამას პირდაპირ კითხულობს, მაგრამ მემორიალი წარმოადგენს სამგანზომილებიან კომპოზიციას,სადაც გამოსახულია სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სილუეტები. სიმბოლურად წარმოდგენილია, ამ ომში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 ჯარისკაცის ფიგურა, მათ ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერების და თავისუფლების სიმბოლო. კომპოზიის მეორე მხარეს გამოსახულია ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მემომრები, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, მარადიული ბრძოლის სიმბოლოები.

კომპოზიციაში ჩართულია ოთხი ფიგურა ვინაიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ოთხი მეომარი დაიღუპა. ესეც სიმბოლურად, თორემ ეს არ არის პერსონალური და ვინმესთვის პერსონალურად დამზადებული“, - განაცხადა ლაშა ჯიქიამ.
მისივე თქმით, მზია გოროზიას სურდა მემორიალი მთლიანად ბრინჯაოსგან ყოფილიყო დამზადებული, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ კომპოზიციის სირთულის გამო სპეციალურ რკინა-ბეტონისგან ჩამოისხა, რომელსაც შემდეგ მიეცა ბრინჯაოს ეფექტი.
კიდევ ერთი შენიშვნა რაც მას გააჩნია, ქვაზე მეომრების ვინაობის დატანის ფორმაა. მერიაში აცხადებენ, რომ დაღუპული კაპრალის დედის შენიშვნები დეკორაციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნბა:
„მეომრების სახელები ქვაშია ჩაკვეთილი, ანუ ამობურცული, რელიეფური არ არის და ქალბატონ მზიას პრეტენზია ამასთან დაკავშირებითაც გააჩნია. მას უნდოდა რელიეფური ასოები, სამწუხაროდ ეს ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ქალბატონ მზიას შენიშვნებს, მაგრამ თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ პროცესში - როდესაც კონკურსი გამოცხადდა, ის ჩართული იყო, ხმის უფლებით სარგებლობდა და როცა გამარჯვებული გამოვლინდა, ამ პროცესშიც იყო ჩართული“, - გვითხრა ლაშა ჯიქიამ.
შვილმკვდარი დედის შენიშვნის შემდეგ ასევე იგეგმება მემორიალთან ქართული დროშის ფერებში დაყრილი დეკორატიული ქვების, ფილებით შეცვლა.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ჯანსაღი პროცესია, როცა მემორიალი ან რაიმე ტიპის ნამუშევარი ყველას არ მოსწონს. ლაშა ჯიქიას თქმით, ხშირად კომპოზიციებს თავიდან ძალიან ცუდად აღიქვამენ, შემდეგ თვალი ეჩვევა, შინაარსის გაგების შემდეგ კი მისაღები ხდება.
აგვისტოს ომში დაღუპული, კაპრალ სერგეი გოროზიას დედას, ზუგდიდში განთავსებული რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი არ მოსწონს და მას უმსგავსობას უწოდებს. როგორც მზია გოროზიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, მიუხედავად ამისა, ის მემორიალის გახსნას 8 აგვისტოს დაესწრება და მედიისთვის დეტალურ დანცხადებასაც იქ გააკეთებს.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ზუგდიდის ცენტრალურ პარკშია განთავსებული. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 ათას 984 ლარი დაიხარჯა.