ახალი ამბები
დადიანების ეზოში „ქვა-ტახტის“ ასლი დაიდგმება [ფოტო]
დადიანების ეზოში, 600 წლოვან ცაცხვის ხესთან ბოტანიკურ ბაღში არსებული „ქვა - ტახტის“ ასლი დაიდგმება.

უძველეს ხესთან ქვა-ტახტის დადგმის იდეა ისტორიკოს ციცო შენგელაიას ეკუთვნის. მკვლევარის ვერსიით, ქვა, რომელიც მე - 17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ „ქვა ტახტს“ წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ, სადაც ხორციელდებოდა მართლმსაჯულება. ამ ინიციატივით, მან ადგილობრვ ხელისუფლებას შარშან მიმართა.

დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლის ედიშერ ფარცვანია ამბობს, რომ შეიქმნება ბოტაიკურ ბაღში არსებული ქვის ანალოგი, რომელიც ხესთან დაიდგმება.

„ვინაიდან ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის გადატანა შეუძლებელია, ამიტომ შეიქმნება ანალოგი უკვე არსებული ქვის. ასევე, განთავსდება საინფორმაციო დაფა, სადაც იქნება მოცემული ინფორმაცია არა მარტო ამ ლეგენდის, არამედ სხვა ტურისტული ობიექტების შესახებ, აქვე იქნება მინიშნება, რომ ქვის ორიგინალი ბოტანიკურ ბაღში დგას“, - გვითხრა ედუარდ ფარცვანიამ.

ციცო შენგელია „ქვა ტახტის“ და 600 წლოვანი ხის შესახებ ცნობებს 20 წელია იკვლევს.

„წლების განმავლობაში, მისხალ - მისხალ ვაგროვებდი ამბავს და ბედნიერი ვარ, რომ ისტორია ყველასათვის ხელშესახები გახდება“, - გვითხრა ციცო შენგელაიამ.

„ქვა-ტახტის“ შესახებ კვლევის პრეზენტაცია ისტორისკოსმა ზუგდიდში შარშან მაისში ჩაატარა.