ახალი ამბები
გარემოს დაცვის მიმართულებით სამეგრელოში ახალგაზრდების 4 იდეა განხორციელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელოში ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 4 იდეა დაფინანსდება, რომელიც გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული. უკვე ცნობილია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (სენის) ინიციატივით შექმნილი „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეების იდეები, რომლებიც დამუშავების შემდეგ დაფინანსდება.

ახალგაზრდების სამეგრელოსთან დაკავშირებული ხედვები დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს.

„მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეები არიან საქართველოს 5 უნივერსიტეტიდან სტუდენტები, მათ შორის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტიდან.

ზუგდიდელი სტუდენტების იდეაა სოფელ ჭკადუაშში მდებარე კავკასიური სოჭის სანერგეების ბიზნესი განავითარონ. იდეის ავტორების - თეკლე ჯღარკავასა და თენგო ახალაიას განმარტებით, მოსახლეობა 90-იანი წლებიდან არალეგალურად ეწევა ამ საქმიანობას, რადგან ნერგები, რომლებსაც ყიდიან ტყიდან არის მოპოვებული.

„ჩვენ გვინდა მათ დავეხმაროთ, რათა ეს ყველაფერი გახდეს ლეგალური, შემდეგ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ერთი ბრენდის ქვეშ მოვაქციოთ, რაც პროდუქტის ხარისხსაც გაზრდის და მოსახლეობას შესაძლბლობას მისცემს მონაწილეობა მიიღონ დიდ ტენდერებში“, - განაცხადა თეკლე ჯღარკავამ.

მეორე იდეა, რომელიც ასევე გამარჯვებული გახდა და ასევე სამეგრელოს რეგიონში განხორციელდება, ეკუთვნის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს. ის გულისხმობს მარტვილის ტყეების ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

გამარჯვებულ სტუდენთა შორის არის კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, ავთანდილ მინდელის იდეა. ახალგაზრდას სურს, სოფელ ერგეტასა და ორულუში კერძო ტყეების მფლობელები გაერთიანდნენ - შეიქმნას კოოპერატვი ან შპს.

სტუდენტის თქმით, სწორი მენეჯმენტის და სერვისების დამატებით შესაძლებელია ეს ადგილები გახდეს ტურისტებისთვის საინტერესო.

სენის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ კიდევ ერთი იდეა, რომელიც სამეგრელოს პარალელურად სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც არის საინტერესო, დაცული ტერიტორიებზე მაღაზიების ქსელის მოწყობაა, სადაც გაიყიდება ტყის მასალა.

„ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობამ ტყეს შეხედოს არა მერქნული დამოკიდებულებით, მოჭრას და ა.შ, არამედ პირიქით იგრძნოს სარგებელი“, - განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეების 10 იდეა გახდა გამარჯვებული, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. იდეების ძირითადი დამფინანებელი თავად სენი იქნება და შემდეგ უკვე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. ამ მიმართულებით სენთან თანამშრომლობს აწარმოე საქართველო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ინფორმაციის და განათლების ცენტრი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.