რუხის ციხეზე ანტისაოკუპაციო ბანერი გამოფინეს [ფოტო]
რუხის ციხეზე “სამოქალაქო მოძრაობის” ინიციატივით, აქტივისტებმა
ბანერი გამოფინეს წარწერით
„მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“.
სიტყვები პოეტ ნიკა ლაშხიას ლექსიდანაა.
„ლექსი აგვისტოს მოვლენებს ეძღვნება. სამწუხაროდ დღემდეა აზრთა სხვადასხვაობა, მავნებლები არიან ის ადამიანები, ვინ ფიქრობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. რეალობა ის არის, რომ დღესაც გადმოსწიეს საოკუპაციო საზღვარი და მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი. ჩვენ ისევ იმის მტკიცებაში ვართ, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური განწყობა უნდა გვქონდეს“, - გვითხრა ნიკა ლაშხიამ.

აქციის ორგანიზატორის, როსტომ ზარანდიას თქმით, დღემდე ვერ გარკვეულან საქართველოში თუ ვინ დაიწყო ომი.
"საუკუნეებია ომში ვართ და ბოლო ამბიდან 11 წელი გავიდა და დღემდე ვერ გარკვეულა ერი, რუსეთია ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ ჩვენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როსტომ ზარანდიამ.
აქციის მონაწილე ცაბუნია ვართაგავას თქმით, რუხის ციხეში აქციის გამართვა სიმბოლურია, რადგან ის ადმინისტრაციული საზღვართან მდებარეობს.
"არსებობენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი. ამიტამაც გადავწყვიტეთ წარწერა ქართულად ყოფილიყო. ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა რომ რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი და შემდეგ შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოს გავაგებინოთ ეს ამბავი", - განაცხადა აქციის მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ.
საქართველო-რუსეთის ომიდან 11 წელი გავიდა.
ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საომარი მოქმედებების დროს, 2 ათასამდე ადამიანი დაიჭრა. 50-ზე მეტი ქართული სოფელი განადგურდა.
ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.