პირველი რასაც ჩამოსული ტურისტი ხედავს სარიტუალო სახლებია და ეს უნდა შეიცვალოს - ბესიკ ჭეჟია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოადგილე გამოვიდა ინიციატივით,
ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ.
მან საუბარში ახსენა სარიტუალო სახლები და აღნიშნა, რომ ესეც
მოსაგვარებელია, რადგან პირველი რასაც ზუგდიდში ჩამოსული ტურისტი
ნახულობს სწორედ ეს დაწესებულებებია.
ბესიკ ჭეჟიამ ამ საკითხის სამართლებრივად დარეგულირების თხოვნით, საკრებულოს იურიდიულ კომისიას მიმართა.

„როცა ქალაქში ტურისტი ჩამოდის, პირველი რაც მას რკინიგზის მიმდებარედ ხვდება, ესაა სარიტუალო სახლები. მე არ მინდა ვინმეს ბიზნესი დავაზარალო, მაგრამ მინდა მივმართო საკრებულოს, რომ იქნებ მოხდეს ამ საკითხის სამართლებრივად მოგვარება“, - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
უმრავლესობის წევრები დაეთანხმნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგფილეს, რომ საკითხი მოსაგვარებელია.