არქეოლოგებმა ხობში ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები და ჭურჭელი აღმოაჩინეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში,
მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს სადაც სპეციალისტბმა
აღმოაჩინეს დიდი არქიტეტურული კომპლექსი, რომელიც გალავნის, კოშკებისა
და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის
გათხრები მიმდინარეობს.
სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.
მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილებიც, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.
არქეოლოგიურ გათხრებს სახელმწიფო რწმუნებული, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა მათ გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები გააცნო.