სამეგრელოში ყურბან ბაირამს აღნიშნავენ
ხობის სოფელ შავღელეში დღეს ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.
მეჩეთი, რომელიც სამეგრელოში ერთადერთია, შავღელეში, 2004 წელს ადგილობრივებმა შემოწირულებებით ააშენეს.
მუსლიმები სამეგრელოში 1989 წელს აჭარაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ქედას, შუახევისა და ხულოდან ჩამოასახლეს. დღეს აქ დაახლოებით 800 მუსლიმი ცხოვრობს.

ადგილობრივებმა „ლაივპრესს“ მეჩეთში ერთ-ერთი პარასკევის ლოცვის შემდეგ უამბეს, რომ განსხვავებული რელიგია ხელს არ უშლით ერთმანეთის ლხინის და ჭირის გაზიარებაში.
ბაირამობის დღესასწაული მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.