მაშველებმა უშბიდან დაშავებული ტურისტები ჩამოიყვანეს
უშბაზე ტურისტების სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი დღეს მყინვარ უშბადან
დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა და დახმარება დასჭირდათ. საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო,
დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის
საშუალებით გავიდა სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა ტურისტები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ექიმების განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.