ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც ძიძა ბავშვს სცემს, გამოძიება დაიწყო
ფოთში მცხოვრებმა ქალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ვიდეო,
სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ძიძა ბავშვს.
„ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა. დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“, - წერს დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ გამოძიება ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.
„გამოძიება სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა“, - გვითხრეს სამინისტროში.