უშგულში საპროტესტო აქცია შეწყდა
მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში საპროტესტო აქცია მას შემდეგ
შეწყდა,
რაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოქალაქეებმა პრობლემის
მოგვარების პირობა მიიღეს. როგორც „ლაივპრესს“ აქციის მონაწილე ირაკლი
ჩარქსელიანმა განუცხადა, აქციის მონაწილეებს შეხვდნენ მესტიის მერიის
წარმომადგენლები და უახლოეს დღეებში სვანური კოშკების გადარჩენის
კონკრეტული გეგმის წარდგენას შეპირდნენ.

„ჩვენ კვირის ბოლომდე დაველოდებით, ჩვენც გვაქვს ჩენი გეგმა და შევჯერდებით. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე აქციის გაგრძელებაზეც“, - უთხრა „ლაივპრესს“ ირაკლი ჩარქსელიანმა.
უშგულში 12 აგვისტოს მთელი დღე გასტანა მოქალაქეების საპროტესტო აქციამ. შეკრებულებს გზაც ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი განადგურების პირას მისული ისტორიული ძეგლების, სვანური კოშკების გადარჩენას და სოფელში ზვავამრიდის მოწყობას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სვანური კოშკების უმეტესობა უშგულში გაბზარულია და ყოველდღიურად შეიძლება ჩამოინგრეს. უშგულელებმა აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 28 ივლისს უშგულში ერთ-ერთი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა.

თავის მხრივ აქციას 12 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძისთვის აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია. მისი განცხადებით, სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.