ახალი ამბები
ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი დააკავეს
ზუგდიდში ქურდობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს. სავარაუდოდ, მან დედამთილს ფული მოპარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავე დაკავებულია ცხელ კვალზე.

„ამოღებულია ნივთმტკიცებულება ნაქურდალი თანხის სახით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.