ახალი ამბები
თვითმმართველობა ეკონომიკის სამინისტროსგან მიწების გადმოცემას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის თვითმმართველობა ითხოვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვიდეს სასოფლო თუ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს სამართლებრივი წვდომა ასეთ ნაკვეთებზე, იქმნება მთელი რიგი პრობლემები, უმთავრესი კი მთ შორის არის ის, რომ მიწა არ არის დამუშავებული და არანაირი სარგებელი არც თვითმმართველობისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ მოაქვს.

მიწის საკითხებზე შეხვედრა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოეწყო, სადაც დეპუტატებს მაჟორიტარი მერაბ ქვარაია შეხვდა და ამ საკითხების პარლამენტში გატანას დაჰპირდა.
როგორც შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა, ზურაბ გოგოძემ აღნიშნა, სოფლის მოსახლეობა ითხოვს მათთვის იმ მიწების დარეგისტრირებას, რომლებსაც წლებია ამუშავებენ. მისი თქმით, საუბარია ნაკვეთებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და იმის გამო, რომ იყო გამოუყენებელი, მოსახლეობამ თვითნებურად მიითვისა.

„რადგან ეს მიწები არ არის მათ საკუთრებაში, ვერ სარგებლობენ სოფლის პროგრამებით. მათი დარეგისტრირება კი საუეთესო გამოსავალია ამ პროგრამების აქტიურად ამუშავებისთვის. შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და თვიტმმართველობა მათ ვერ მართვს“, - განაცხადა ზურაბ გოგოძემ. მისივე თქმით, საუბარია 100-ულობით ჰეტარ მიწაზე.

მიწებთან დაკავშირებით წამოიჭრა სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის საკითხიც. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, არ არის ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ჰექტარია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე.

ამასთან, მიწის ნაკვეთების გამოუყენებლობის პარალელურად დეპუტატებმა ისაუბრეს, რომ არის მთელი რიგი შენობები, რომელიც ასევე მათთვის მიუწვდომელია.

როგორც სხდომაზე ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, ფაქტიურად არ არის დატვირთული ინვესტორებისთვის საინტერესო შენობები, რადგან ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და თვითმმართველობა ვერ ტვირთავს:

მისი სიტყვებით, ამ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, ისეთი კანონის შემუშავება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაავალდებულებს მოთხოვნილი მიწები გადასცეს თვითმმართველობას.

„ამ საკითხის დარეგულირება არ უნდა ხდებოდეს პირადი ურთიერთობებით, უნდა არსებობდეს კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალდება მუნიციპალიტეტიც და მთლიანად სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

დეპუტატებს მაჟორიტარმა განუმარტა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას გულისხმობს თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლის განხილვაც პარლამენტის საშემოდგომო სესიებზე იგეგმება.

„ვფიქრობ, რომ ქვეყნის კურსი დეცენტრალიზაციის მიმართულებით და დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ, საქართველოს პარლამენტი ახლა ვმუშაობთ, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრებიც. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ რევოლუციური რეფორმის მიჯნაზე და თვითმმართველობების სტრატეგია, რომლის განხილვასაც დავიწყებთ საშემოდგომო სესიაზე, იქნება სწორედ ის გამოყოფი, სადაც მეტი უფლებები მიეცემა თვითმმართველობებს, მეტი დეცენტრალიზაცია და შესაძლებლობები იქნება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისთვის, მან დღეს საკრებულოს მიმართა ინიციატივით, თვითმმართველობაში შეიქმნას საკონსულტაციო ოთახი, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდიან სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამების შესახებ. ამის პარალელურად ასევე დაეხმარებიან პროექტების წერაშიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.