რუსი ტურისტის დაკავების გამო სოხუმში პოლიციელები დაითხოვეს [ვიდეო]
აფხაზეთში, ინტერნეტმომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა,
ვიდეოს გავრცელებას, სადაც ჩანს, რომ ე.წ. პოლიცია ძალის გამოყენებით
აკავებს რუს ტურისტს. დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ ინციდენტში
ჩართული სამართალდამცავები სამსახურიდან გაათავისუფლა, სანამ
მომხდარის ძიება მიმდინარეობს.
გამოცემა „კავკასკი უზელის“ცნობით, სრულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე, ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა, ჩანს, რომ პოლიციელი თავდაპირველად თხოვნით მიმართავს ავტომობილში მყოფს, რომ წარადგინოს დოკუმენტები, რაზეც უარყოფით პასუხს იღებს. ამასთან რუსეთის მოქალაქის კითხვაზე, თუ რა მიზეზით თხოვენ მას მოწმობას, პოლიციელი მოგვიანებით განმარტავს, რომ მან დაარღვია მოძრაობის წესები - გადაკვეთა ღერძულა ხაზი და გზა არ დაუთმო „სპეციალური დანიშნულების მანქანას“.
დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ე.წ. პოლიცია იღებს მამაკაცის დაკავების გადაწყვეტილებას. ვიდეოში ჩანს, რომ რუსი ტურისტი ამ შემთხვევაშიც ეწინააღმდეგება სამართალდამცავებს.
როგორც „კავკასკი უზელი“ წერს, შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა, თუმცა რეაგირება ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოჰყვა.
გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლები ნანახით აღშფოთებული არიან და აკრიტიკებენ პოლიციელებს. წერენ, რომ ასეთი კადრების ნახვის შემდეგ, აფხაზეთში ნაკლები ტურისტი ჩავა.
მასალაში გამოყენებულია ინსტაგრამზე ატვირთლი ვიდეო.