ახალი ამბები
ანაკლია ოთხდღიანი ფესტივალისთვის ემზადება [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალისთვის, „Echowaves-ისთვის“ მზადება დაიწყო. ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, 8 სცენა იქნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 22 -დან -25 აგვისტოს ჩათვლით „Echowaves-ის“ სტუმრებს დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 8 განსხვავებულ სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარსდგება.

საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ "კარვების ქალაქის" მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრებს განთავსების საშუალება ექნებათ.

ცნობილია ფესტივალის შემსრულებლების სიაც, რომელსაც დეტალურად "Echowaves-ის" ფეისბუკ გვერდზე გაეცნობით.

ორგანოზატორები აცხადებენ, რომ "Echowaves" - ი "EXIT" - ის ქოლგის ქვეშ იმართება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო. ფესტივალი პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 559 ,600 ლარით ფინანსდება.

ფესტივალის ბილეთის, მულტიპასის ფასი ამ ეტაპზე 170 ლარია, ადგილზე ბილეთის ღირებულება გაიზრდება 200 ლარამდე.

Echowaves-ი ანაკლიაში 2018 წელსაც ჩატარდა. ოთხდღიანი ფესტივალი სახელმწიფომ მაშინ 4 მილიონი ლარით დააფინანსა. მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.