ახალი ამბები
დედამთილისთვის ფულის მოპარვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო [ფოტო]
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული, 29 წლის ნინო ჭითანავა და მას სამი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რასაც დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა. ბრალდებულმა ქალმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა. მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ნინო ჭითანავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ქურდობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი 13 აგვისტოს დააკავეს. ყოფილი ქმრის სახლში მყოფმა თანხა დედამთლს მოპარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ქურდობას გულისხმობს.