მოვუწოდებთ რუსეთს შეჩერდეს ეს პროცესი - ელიზაბედ რუდი გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციაზე
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი
რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს
ტერიტორიებიდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, -
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
,,ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ ბუბუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეჩერდეს ეს პროცესი, ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები,"- აღნიშნა მან.
კითხვაზე, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუთმა უპასუხა რომ საერთაშორისო პარტნიორები მათ შორის აშშ და ჟენევის ფორმატში მონაწილეები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში საქართველოს მთავრობასთან ერთად და მუშაობენ.
,,მე ყველას ვურჩევდი კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად“, - განაცხადა ელჩის მოცვალეობის შემსრულებელმა ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.