ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს
დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დაშავებულს უტარდება
სამედიცინო გამოკვლევები.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბულვარის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. როგორც თვითმხილველებმა „ლაივპრესს“ უთხრეს, შემთხვევიდან სასწრაფო დახმარების მანქანა მალევე მოვიდა და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.