სამეგრელოში 4 ბალამდე შტორმია
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე - სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში 3-დან 4
ბალამდე
შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
სანაპიროსთან აღმართულია წითელი ალმები. მაშველები დამსვენებელებს
აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მათ მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ნაბახუსევზე. ამასთან, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.
მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, მაშველები თეთრ ალმებს აღმართავენ.