ქაღალდის ნავი ტროტუარის გუბეში [ვიდეო]
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის
გუბეში პროტესტის ნიშნად
ქაღალდის ნავი გაუშვეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა
გაბესკირიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში
დიდი ოდენობით თანხა გაიხარჯა. მისი თქმით, აკაკი ელიავას ქუჩაზე
წვიმის დროს წყალი დგება და ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის
გადაადგილებაში. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილება ქაღალდის ნავის გუბეში
ჩასმით გამოხატა.
თქვა, რომ უფრო ადრე ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით ვიდეობლოგის საშუალებით მიმართა, თუმცა მათი ყურადღება ვერ მიიქცია და სათქმელის გამოსახატად ამ გზას მიმართა. ვიდეოებიც ოპოზიციის წარმომადგენელმა თავად მოგვაწოდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს, რომ იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ, უხვი ნალექის დროს ტროტუარზე წყალი დგება. თუმცა, ლევან კუპრეიშვილის მტკიცებით, პრობლემის მიზეზი მშენებლობისას დაშვებული შეცდომა არ არის. მისი თქმით, ტროტუარს სანიაღვრე არხი არ აქვს, რის გამოც წვიმა უხვი ნალექის დროს ფეხით სავალ ნაწილზე გროვდება.
"წყალი ტროტუარზე მიედინება, რომ ბოლოს გაიშალოს მეზობელი ქუჩის სანიაღვრე არხზე. წვიმისას წყალი დადგება და გადაივლის. ქუჩის გარკვეულ ნაწილს სანიაღვრე არხი მიუყვება, ნაწილს არა. აქ თავიდან ბოლომდე რომ გაკეთდეს, ამის ფინანსური შესაძლებლობა ჩვენ დღეს არ გვაქვს. ეტაპობრივად ბიუჯეტში ვითვალისწინებთ. ვისაც სპექტაკლის დადგმა უნდა და კლოუნადის ჩვენება, მათი ნებაა, რას გაუშვებენ და რას გააკეთებენ. ვისაც საქმის დანახვა უნდა, თუ რა ხდება სენაკში, შეგვიძლია გადავხედოთ მონაცემებს, რა გაკეთდა", - უთხრა ლევან კუპრეიშვილმა "ლაივპრესს".
მერის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი 8 მილიონ ნახევარია, მომავალ წელს კი ეს ციფრი გაიზრდება. მან "ჩასაფრებულის პოზიცია" უწოდა ნიკა გაბესკირიას ქმედებას და აღნიშნა, რომ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არ სურთ სენაკში მიმდინარე სამუშაოების დანახვა.
მანვე აღნიშნა, რომ ელიავას ქუჩასთან დაკავშირებით მუშაობენ და ტროტუარზე შესაძლოა ამაღლებული გაკეთდეს, რამაც მოსახლეობას უფრო კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს წვიმის დროს.
ნიკა გაბესკირია დროდადრო საპროტესტო აქციებს მართავს ქალაქის ქუჩებში, რითაც გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას საყვედურობს.