საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი
განცხადებით,
სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი
ვებ-გვერდები, რომლებსაც მათთან კავშირი არ აქვს. სააგენტოსვე
ინფორმაციით, მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას
თხოვენ.
"ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
საპენსიო სააგენტოს განმარტებით, სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია პენსიონს.გე, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.