წარწერა“ გახარია წადის“ გამო აქტივისტი ზუგდიდის სასამართლომ დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი
სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა, სტენსილის „გახარია წადის“
გაკეთების გამო, 500 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო.
მარიამ სიჭინავა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
მას შემდეგ, რაც მარიამ სიჭინავას ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ოქმი გამოუწერა, აქტივისტმა მერიას მიმართა სტენსილის „გახარია წადის“ გადაშლის გამო. ის ამბობს, რომ მისი განცხადება, სწორედ იმ ადამიანს გადასცეს განსახილველად, რომელმაც ის დააჯარიმა.
20 ივნისის საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 20-21 ივნისის ღამეს. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, ორმა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.