დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა რუსთავი 2 დატოვეს
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, დიანა ჯოჯუა და
მიხეილ
სესიაშვილი ტელეკომპანიას ტოვებენ. ამის შესახებ მათ "კურიერის"
მთავარ გამოშვებაში განაცხადეს. დიანა ჯოჯუას თქმით, გადაწყვეტილება
მან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის
გათავისუფლების შემდეგ მიიღო.
"13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე", - ამ სიტყვებით დაიწყო მან მიმართვის ტექსტი.
მან მადლობა გადაუხადა არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ყველაფრისთვის, განსაკუთრებით ბოლო შვიდი წლისთვის, რომელიც, განმარტა, რომ გამორჩეული სწორედ თავისუფლების ხარისხით იყო. ტელეწამყვანის თქმით, "კურიერის" სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი მისთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე, რომელიც ივანიშვილის "რეჟიმმა" გაათავისუფლა.
"ჩემთვის მასთან მუშაობის ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. "რუსთავი 2" არ არის ლოგო. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა - თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა", - განმარტა მან.
მანამდე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გაბუნიას, ნოდარ მელაძეს, ეკა კვესიტაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანს ათავისუფლებს, რადგან ჟურნალისტი, რომელიც მათთან მუშაობს, თუმცა სხვა პირებთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს, ან იმ ადამიანებთან ერთად მოიაზრებს თავს, ვინც დავას სტრასბურგში აპირებს, ინტელექტთა კონფლიქტშია არხთან და აქ საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.