ჩემი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს - მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და
სასამართლოს
განჩინებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში
დააყადაღეს. ამის შესახებ ის ფეისბუკის გვერდზე წერს.
"ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.
ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 2018 წელს დაიწყო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფაქტს ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებენ.