თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ - მეთიუ ბრაიზა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას
განცხადებით,
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ
საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც რეალური
დამოუკიდებლობა არ აქვს. მან ომისა და მშვიდობის გაშუქების
ინსტიტუტთან საუბარში აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობას ქვეყნისთვის
სტრატეგიული კუთხით გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს - ის საქართველოსთვის
მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე
პირდაპირი წვდომის საშუალებაა.
მაგალითად, მეთიუ ბრაიზას თქმით, შეერთებულმა შტატებმა სწორედ ანაკლიის პორტის გამოყენებით მოახდინონ ავღანეთში სხვადასხვა საჭირო პროდუქციის და ტვირთების მიწოდება, თურქული პორტის ნაცვლად.
"იქნება გაცილებით მეტი ბიზნესი, მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას გლობალურ სავაჭრო ჰაბად, რაც ძალიან კარგი იქნება მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის," - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.
წერს "ინტერპრესნიუსი" ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტზე დაყრდნობით.
15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კომპანია "კონტი ჯგუფმა" ანაკლიის პორტის პროექტი დატოვა.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოუწოდა "ანაკლიის კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს "კონტი ჯგუფის" ჩანაცვლების გეგმა.