ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
ზუგდიდის ქალაქმშენებლობის გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი
გამოაცხადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ზუგდიდში ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობის გეგმა.
„ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს.
ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა“, - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.
ქალაქ ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი 20 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი. შესამუშავებელი გენგეგმის ღირებულება 450 ათას ლარს შეადგენს.
გეგმების შემუშავება დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=315073&lang=ge