ახალი ამბები
სუჯუნაში ძეგლის აღდგენაზე საპატრიარქომაც უნდა იზრუნოს - ნიკოლოზ ანთიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას მიერ აშენებული სასახლის დამახინჯება ხდება, არასწორია. სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მისი ცნობით, გადაკეთების სამუშაოები შენობაზე დაახლოებით ათი წლის წინანდელი ამბავია, დღეს კი რატომღაც ისე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყველაფერი დღეს ხდება, რაც არასწორია.

ანთიძე ირწმუნება, რომ ამ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან თავის დროზე იყო რეაგირება. თუ რა სახის და როდის, მასალებს ამოიღებენ არქივიდან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას.

"მე მიკვირს, რატომ ხდება უკაცრავად ჟარგონისთვის, საქმეების ნაფტალინიდან ამოღება, როცა უფრო მეტი, საკმაოდ სერიოზული პრობლემებია იგივე უშგულში, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები და სხვა. მაშინ თუ არ ვცდები, პოლიციასაც ეცნობა რეაგირებისთვის. ეს ინფორმაცია არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი. ისტორიული ფაქტების გაცოცხლება ხდება და წარმოჩინება, თითქოს დღეს ხდება. რატომ, არ ვიცი", - უთხრა ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს".

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ, სააგენტოს ხელმღვანელს ინფორმაცია არ აქვს.

სასახლე საპატრიარქოს სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ გადასცა. ზუსტად როდის, ვერ იხსენებს. რამდენიმე წლის წინ მიენიჭა ძეგლის სტატუსიც. თუმცა 2015 წლის მაისში, როცა ჩვენ სუჯუნის სასახლეზე მასალა მოვამზადეთ, შენობას ეს სტატუსი ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

რაც შეეხება სასახლის აღდგენას, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საქართველოში 20 ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომ, მესაკუთრეებსაც აქვთ ვალდებულებები და უფლებამოსილება კანონმდებლობით, იზრუნონ ძეგლის აღდგენაზე მათთან შეთანხმებით.

"მარტო სახელმწიფოს შემყურე, რომ ძეგლს სჭირდება რეაბილიტაცია, ეს არასწორია და საქმეზე ორიენტირებული მიდგომა არ არის", - განმარტა მან.

ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ დედის სახელზე აბაშის სოფელ სუჯუნაში ევროპელი არქირექტორების დახმარებით სახლი 1915 წელს ააშენა. თუმცა ძეგლი დღეს განადგურების პირასაა. აქ დაზიანებულია, როგორც შენობის გარე ფასადი ისე, შიდა ინტერიერი. სახურავიდან ჩასულმა წვიმამ თავის დროზე გააფუჭა სხვადასხვა ორნამენტებით შემკული სახლის ჭერი და კედლები.

რა გეგმები აქვს მესაკუთრეს შენობასთან დაკავშირებით, პასუხს "ლაივპრესი" საპატრიარქოსგან ელოდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.