ახალი ამბები
აკაკი ხოშტარიას სახლზე ბარელიეფი მეუფე პეტრეს გადაწყვეტილებით ჩამოხსნეს - დეკანოზი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აბაშის სოფელ სუჯუნაში მოდერნისტული არქიტექურის უნიკალურ ნიმუშს - აკაკი ხოშტარიას სახლს სასულიერო პირებმა იერ-სახე დაუმახინჯეს.

1915 წელს აშენებული სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დღეს საპატრიარქოს საკუთრებაა და მონაზვნები ცხოვრობენ.

სახლი ბალახშია ჩაფლული. ოთახებში, სადაც თითქმის ყველგან საწოლებია განთავსებული, მონაზვნები ცხოვრობენ. როგორც აბაშის საკათედრო ტაძრის დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა ამბობს, მათ აქვთ საცხოვრისი, თუმცა აკაკი ხოშტარიას სახლში იმიტომ არიან, რომ „აქაურობას მოუარონ“.

დეკანოზი გვიყვება, რომ შენობა განადგურებისგან სასულიერო პირებმა „გადაარჩინეს“, როცა დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა გამოცვალეს. სახლის ფასადის განახლებისას კი ბარელიეფი, რომელზეც სასულიერო პირის თქმით, „ეშმაკის გამოსახულება“ იყო, შეცვალეს.

„ეს იყო თხაწვერა მოცინარი რქიანი კაცი, რომელიც ტაძარს უყურებდა. არ სიამოვნებდა მრევლს, როცა სატანა შესცქეროდა ეკლესიას. შენობის ზედა ნაწილი მთლიანად ცვიოდა. ბარელიეფიც ნახევრად ჩამოცვენილი იყო, თუმცა უწმინდურის ხატება მაინც ისახებოდა. სარემონტო სამუშაოებისას, ერთი ჩაქუჩის მიკარებისთანავე თვითონ ჩამოცვივდა და ანალოგიურის გაკეთების სურვილი არავის გასჩენია. ვინაიდან აქ არის წმინდა გიორგის ეკლესია, გვინდოდა გაკეთებულიყო წმინდა გიორგის გამოსახულება ეშმაკის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ, მეუფე პეტრემ და სამღვდელოებამ“, - გვითხრა კონსტანტინე კაჭარავამ.

„ლაივპრესი“ აკაკი ხოშტარიას სახლში 2015 წელსაც იმყოფებოდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ წმინდა გიორგის ბარელიეფის ადგილას, გროტესკული ნიღაბია გამოსახული. ამავე მასალის მიხედვით ირკვევა, რომ სასულიერო პირებმა მოგვიანებით ჩამოკიდეს ღვთისმშობლის ბარელიეფიც.

ექსპერტი, საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ხელმძღვანელი ნესტან თათარაშვილი ამბობს, რომ აკაკი ხოშტარიას სახლი ეკუთვნის ევროპულ მოდერნისტულ არქიტექტურას და საქართველოს მოდერნი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციების მიერ.

„ეშმაკი რომ ეგონათ, ეს გროტესკული ნიღბებია. ეს მასკარონიანი შენობაა. ამ ლოგიკით მთელი სოლოლაკი ყოფილა დასანგრევი თბილისში. თუ არ მოსწონდათ, შეეძლოთ დაეტოვებინათ, კი არ უნდა დაემახინჯებინათ შენობა. ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა მოდერნის მარშრუტი საქართველოში. ეს არის ერთგვარი რუკა, რომელზეც დატანილია სუჯუნაც. წარმოგიდგენიათ, ტურისტი რომ ჩავა მოდერნის სანახავად აბაშაში და იქ მასკარონიანი შენობის ნაცვლად, წმინდანების გამოსახულებებს ნახავს?“, - ამბობს ნესტან თათარაშვილი.

ის მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

„ეს არის ვანდალური ფაქტი და უნდა დასაჯონ ის პირები, ვინც ეს გააკეთა. მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან როცა ხდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის გასხვისება, მესაკუთრის ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება მისი მოვლა-პატრონობის. ეს არის დანაშაული, რომელიც სამწუხაროდ სასულიერო პირებისგან პირველი არ არის“, - ამბობს ექსპერტი.

აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის დამახინჯების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ მას არ ახსენდება პრეცენდენტი, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სასულიერო პირები დაისაჯნენ.

„სულ ცოტა ხნის წინ ყინწვისის ძეგლი დააზიანეს სასულიერო პირებმა და ასეთი არაერთი ფაქტი გვახსოვს, თუმცა სასულიერო პირის დასჯა არ მახსენდება. სახელმწიფო არ უნდა ახორციელებდეს შერჩევით სამართალს“, - ამბობს ნესტან თათარაშვილი.

დღეს, ფეისბუკზე ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ გაავრცელა, რომ სუჯუნაში, ცნობილი ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლეში ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება.

„კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან სასწრაფო, ქმედითი ზომების მიღებას ძეგლის გადასარჩენად“, - წერს ხელოვნებამთმცოდნე.

მისივე ცნობით, აკაკი ხოშტარიას სახლში იგეგმება მეუფის რეზიდენციის მოწყობა, თუმცა ეს ინფორმაცია დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ არ დაადასტურა.

„აქ ჩაფიქრებულია, რომ იყოს აკაკი ხოშტარიას სახელობის მუზეუმი, რომელიც იქნება ჩვენს რაიონში კულტურული ცენტრი. მოვიძიებთ აკაკი ხოშტარიას და მისი ოჯახის ფოტოებს, გამოიფინება სამუზეუმო ექსპონატები. მეუფეს სურვილია, რომ აქ ქართულ-ირანული ურთიერთობის ამსახველი კუთხეც იყოს, რადგან აკაკი ხოშტარია ირანში მოღვაწეობდა“, - გვითხრა სასულიერო პირმა.

ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ დედის სახელზე აბაშის სოფელ სუჯუნაში ევროპელი არქიტექტორების დახმარებით სახლი ააშენა. მოგვიანებით, მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.