ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა მესტია-უშგულის დამაკავშირებელი გზა გახსნეს
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტია-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა და მოძრაობაც აღდგა. დაიშალა აქციაც. უთხრა "ლაივპრესს" აქციის მონაწილე შორენა გულედანმა. მისი თქმით, შეკრებილებმა მიიღეს დაპირება, რომ გზების მშენებლობა, რომელიც მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რამდენიმე დღეში დაიწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქცია განახლდება.

თავის მხრივ, ჩვენთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განმარტა - მულახის განვითარების გეგმაში, რომელმაც ყველა იმ პრობლემის მოგვარება უნდა უზრუნველყოს, რაც აქციის მონაწილეებს აქვთ, ცვლილებები უნდა შევიდეს. კერძოდ, მისი ინფომაციით, საბაგიროს მოწყობა, რომელმაც ეს თემი და მასში შემავალი სოფლები უნდა დააკავშიროს კურორტ თეთნულდს, გენ გეგმისგან უნდა გაიმიჯნოს.

"ამას თავისი პროცედურა სჭირდება, რაც დროს მოითხოვს. ტყის გაკაფვა უნდა მოხდეს, რაც ნებართვებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჭიანურდებოდა. ახლა ეს გაიმიჯნება გენერალური გეგმისგან. შემდეგ ეს გეგმა დამტკიცდება", - გვითხრა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

ეს, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება. ზუსტ ვადებზე დღეს ის ვერ საუბრობს.

მესტიის სოფელ მულახში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი ითხოვდნენ გზების გამართვას, მულახში საბაგირო გზის მოწყობას, თემის გენერალური გეგმის განხორციელებას.

შეკრებილებს სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილეები და მესტიის მერი შეხვდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,
საქართველოს
13:26 / 17.02.2020
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
13:11 / 17.02.2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
12:57 / 17.02.2020
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
ზუგდიდში პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა.
12:11 / 17.02.2020
ზუგდიდში პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში ცოტა ხნით გათოვდა. თოვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. 14 თებერვლის ჩათვლით
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.