ახალი ამბები
დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ყველაზე მეტი აქტივობა გალის რაიონშია
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ყველაზე მეტი პროცენტული აქტივობა ხმის უფლების მქონე მოქალაქეებს შორის, გალის რაიონში ფიქსირდება. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, აქ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 35,95%-მა, ვისაც კი დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, რაც 343 ადამიანია. წერს "ნუჟნაია გაზეტა".

ხმის მიცემის "უფლება" გალში მხოლოდ 954 ადგილობრივ აქვს.

ყველაზე პასიური ამომრჩეველი ქალაქ სოხუმშია - 16%. გულირიფშში აქტივობამ 24,16% შეადგინა. ტყვარჩელი - 23,97%, სოხუმის რაიონი - 22,13%, ოჩამჩირე - 20,96%, გუდაუთა - 20,14%. გაგრა - 17, 68%.

აფხაზეთში დღეს მეხუთე დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევენ. პროცესს თბილისი არალეგიტიმურს უწოდებს.