ახალი ამბები
ვგმობთ ფიქტიურ პროცესს - ზურაბიშვილი აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებს "ტვიტერზე" ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს "ფიქტიური" პროცესია, რომელიც ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ ლახავს.

"დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში მართავს არალეგიტიმურ "საპრეზიდენტო არჩევნებს". საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას", - წერს ზურაბიშვილი.

აფხაზეთში დღეს მეხუთე დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევენ. თანამდებობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის. მათ შორის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.