ახალი ამბები
ე.წ. არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია - ციხელაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა. განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები არ გამოხატავს ამ რეგიონის მცხოვრებთა ნებას, რადგან ადგილობრივების დიდი ნაწილი დევნილია.

მინისტრი ამბობს, რომ ზოგადად, ნებისმიერი განვითარება უნდა იყოს მშვიდობიანი, რადგან მათთვის არ არის სულერთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების მდგომარეობა, რომელიც ძალიან რთულია დღეს შექმნილი მოცემულობის გამო.

"ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში მოსახლობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ქართულ საზოგადოებაში, დიდ ნაწილში არსებობს უკვე მზაობა და გაცნობიერება, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, არსებობს კონკრეტული კონტაქტები და დიალოგის სხვადასხვა, არაფორმალური ფორმატები.

მზაობა არაერთხელ გამოვაცხადეთ ამ დიალოგის გაფართოების აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. აქ ცხადია საუბარი არ არის და ვერ იქნება რაიმე ფორმალურ რეგალიებზე, მაგრამ დიალოგს, კომუნიკაციას ალტერნატივა არ აქვს, პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ციხელაშვილის თქმით, აქვთ ძალიან კონკრეტული ხედვები და ინიციატივები მშვიდობისთვის და საბოლოო ჯამში იმ გარდაუვალი პროცესისთვის, რომელიც საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას და შერიგებას გულისხმობს.

აფხაზეთში დღეს დე ფაქტო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი
20:13 / 23.02.2020
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ
17:26 / 23.02.2020
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ
ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე
16:33 / 23.02.2020
ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.