ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზუგდიდელი გოგო გახდა
ორი ზუგდიდელი მორაგბე გოგო პოლონეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში
მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ გუგუჩია და მარიამ ბერაძე საქართველოს თვრამეტ წლამდელთა
ეროვნულ ნაკრებში შეარჩიეს. როგორც მათმა მწვრთნელმა, ვახტანგ
კორკელიამ "ლაივპრესს" უთხრა, ბერაძე ნაკრების კაპიტანი
გახდა.
სპორტსმენები 29 აგვისტოს გაემგზავრებიან პოლონეთში, შეჯიბრი კი 31-ში და პირველ სექტემბერს გაიმართება.
მწვრთნელი ამბობს, რომ მისი მორაგბეები კარგად არიან ჩემპიონატისთვის მომზადებული.
სპორტსმენები 29 აგვისტოს გაემგზავრებიან პოლონეთში, შეჯიბრი კი 31-ში და პირველ სექტემბერს გაიმართება.
მწვრთნელი ამბობს, რომ მისი მორაგბეები კარგად არიან ჩემპიონატისთვის მომზადებული.