ოქტომბრიდან მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ - პრემიერი
მასწავლებლებს ოქტომბრიდან ხელფასები გაეზრდებათ,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს,
პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„2019 წლის ოქტომბერში, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ხელფასების ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს და წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.